555 700 191

Shopi.ge  
რეგისტრაცია
ელ-ფოსტა: პაროლი:
შესვლა
    პაროლის აღდგენა  




ნებისმიერი შკითხვის ან პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ shopi.ge ადმინისტრაციას ნომერზე: 2 45 59 08: ან ელ.ფოსტაზე info@shopi.ge


როგორ შევიძინო

იმისთვის რომ შეიძინოთ ჩვენ საიტზე არსებული ფასდაკლებით პროდუქცია, საჭიროა პირველ რიგში გაიაროთ რეგისტრაცია საიტზე(დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ "როგორ შევიძინო!"), შემდეგი ნაბიჯი სასურველი შეთავაზებების მოძებნაა, შემდეგ კი დააწვებით ღილაკს შეძენა, პლასტიკური ბარათის დახმარევით გადაიხდით ღირებულებას სასურველი ნივთის ან მომსახურების
.
გადახდის რა საშუალებებით შემიძლია ვისარგებლო?


გადახდა შესაძლებელია მხოლოდ პლასტიკური ბარათის საშუალებით.

როდის ჩამომეჭრება თანხა ანგარიშიდან?


თანხა ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ გადახდისთანავე.

როგორ გავიგებ, თუ შეთავაზება წარმატებით დასრულდება?


შეტყობინებას შეთავაზების სტატუსის შესახებ თქვენ მიიღებთ პირად კაბინეტში და ელფოსტაზე. ასევე შეგიძლიათ შეთავაზების მიმდინარეობას თვალყური ადევნოთ ჩვენს ვებგვერდზე.

ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ,თქვენ შეგეძლებათ ისარგებლოთ თქვენი პირადი კაბინეტით, სადაც მიიღებთ თქვენს მიერ შეძენილი შეთავაზებების უნიკალურ კოდებს, ვაუჩერებს, ასევე ინფორმაციას შეთვაზების სტატუსების შესახებ. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ თქვენთვის

შემიძლია თუ არა შემოთავაზებაზე უარის თქმა მას მერე რაც შევიძინე იგი?


შემოთავაზებაზე უარის თქმა შეგიძლიათ მანამ, სანამ დააჭერთ ღილაკს „გადახდა“.

შემიძლია თუ არა შევიძინო ერთი და იგივე შემოთავაზების რამოდენიმე ვაუჩერი?


დიახ, თუკი შეთავაზების პირობებში სხვაგვარად არ არის მითითებული.

უნიკალური კოდი არის ციფრების და ლათინური ასოების კომბინაცია, რომელიც გენერირდება ავტომატურად, შეთავაზების შეძენისას, ან მისი ძალაში შესვლისას მხოლოდ ამ კოდის და პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე შეძლებთ მიიღოთ მომწოდებლისგან შეძენილი შეთავაზება. როდის მივიღებ უნიკალურ კოდს?

ინდივიდუალური შეთავაზებებისას, კოდს მიიღებთ შეთავაზების შეძენისთანავე. ჯგუფური შეთავაზებისას უნიკალურ კოდს მიიღებთ მას შემდეგ, რაც შეგროვდება მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა, ანუ შედგება შეთავაზება.


სად უნდა ვნახო მიღებული კოდი და ვაუჩერი?


კოდი და ვაუჩერი შეგიძლიათ იხილოთ როგორც ვებგვერდზე – თქვენს პირად კაბინეტში, ასევე ელ.ფოსტაზე.

ვაუჩერით სარგებლობა მხოლოდ მე შემიძლია, თუ შეიძლება მისი მესამე პირისთვის გადაცემა?


შეძენილი ვაუჩერი შეგიძლიათ გადასცეთ ნებისმიერ პირს, ვინც გინდათ რომ ისარგებლოს შეთავაზებით.

როგორ მივიღო შეძენილი პროდუქტი/მომსახურება?


შეძენილი პროდუქტის/მომსახურების მისაღებად, აუცილებელია პირობების შესაბამისად მომწოდებლის ობიექტში ან ადგილზე წარადგინოთ პირადობის მოწმობა და მასთან ერთად თქვენს მიერ მიღებული უნიკალური კოდი ნებისმიერი ფორმით, ან ამობეჭდილი ვაუჩერი.თუ სხვა პირი მივა პროდუქტის/მომსახურების მისაღებად, კოდთან ერთად უნდა წარადგინოს თვისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

შეძენილი ვაუჩერის გამოყენება მაშინვე შემიძლია? რამდენი ხანი აქვს ვაუჩერს ვადა?


შეძენილი ვაუჩერის გამოყენების ვადები მითითებული იქნება თითოეული შეთავაზების პირობებში ინდივიდუალურად. ვაუჩერების გამოყენების ვადა სხვადასხვაა.

მივიღებ თუ არა პროდუქტს თუ ვაუჩერს ვადა გაუვიდა?


ვაუჩერების გამოყენების ვადების შესახებ თქვენ წინასწარ იქნებით ინფორმირებული. თუ ვერ მოასწარით მითითებულ პერიოდში პროდუქტის მიღება, ვადის გასვლის შემდეგ ვეღარ მიიღებთ მას და თანხა უკან არ დაგიბრუნდებათ.

მჭირდება თუ არა წინასწარ დროის შეთანხმება მომწოდებელთან?


დიახ, თუ შეთავაზების პირობებში იქნება მითითებული. მომწოდებელთან დროის შეთანხმება საჭიროა იმისათვის, რომ სწრაფად და შეუფერხებლად გაგეწიოთ მომსახურება და არ მოგიწიოთ რიგში დგომა.

ვინ არის პასუხისმგებელი შეთავაზებული პროდუქტის ხარისხზე?

shopi.ge არის შუამავალი თქვენსა და მომწოდებელს შორის. ამიტომ შეთავაზებული პროდუქტის/სერვისის ხარისხზე პასუხსმგებელი არის მთლიანად მომწოდებელი.გარდა იმ შემთხვევისა როდესაც პროდუქტი ან მომსახურება არის უშუალოდ საიტის მიერ შემოთავაზებული.

 
 
         
© 2015 - ყველა უფლება დაცულია